დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბეჟაშვილი - გუშინდელი დაპირისპირება ხელისუფლებისა და შს სამინისტროს პასუხიმგებლობის საკითხია
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 13:00:02
საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ "თავისუფალ ზონასა" და "თავისუფალ თაობას" შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირება ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხიმგებლობის საკითხია.
როგორც ბეეჟაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელი ძალადობის შესახებ მათ 112-ზე შეტყობინება თავდასხმამდე ერთი საათით ადრე დატოვეს, თუმცა პოლიციამ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები არ განახორციელა.
"ეს გარკვეულწილად გვაფიქრებინებს რომ ეს ძალადობა მართული იყო სახელისუფლებო სტრუქტურებიდან. ასეთივე ძალადობრივი აქციები დაგეგმილია დღეს სასამრთლოში, სადაც "თავისუფალი ზონის" წევრთა პროცესი უნდა ჩატარდეს, ასევე ხვალ, 15.00 საათზე დაანონსებულია ძალადობის განხორციელება. ბუნებრივია, ეს უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ ასეთ ძალადობაზე სათანადო პასუხს გავცემთ. იმ შემთხვევაში თუ თავს დაგვესხმებიან, თავს დავიცავთ ყველა საშუალებებით, თუ პოლიციამ და ხელისუფლებამ პრევენციული ღონოისძიბები არ გაატარა",-აღნიშნა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ გუშინ განხორციელებული აქცია არის შედეგი იმ ორწლიანი ზიზღის პოლიტიკის და სამოქალქო დაპირისპირების ინსპირირების, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
"ხელისუფლება დანაშაულებრივი გულგრილობით ადევნებს თვალს ამ ყველაფერს და ხშირად ამ მოვლენების ინსპირატორია",-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
"თავისუფალი ზონის" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს მათ ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლების განცხადებით კი, ისინი "თავისუფალი ზონის" ოფისთან "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის გამო შეიკრიბნენ, რა დროსაც მათ "თავისუფალი ზონის" წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "თავისუფალი ზონის" წევრები კი ამბობენ, რომ "თავისუფალი თაობის" 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და ამას მოჰყვა დაპირისპირება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია