დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ავტორი:
2014/სექტემბერი/30 18:30:02
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ვლადიმერ გურგენიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის პოსტი საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ხელაია თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა.
ვლადიმერ გურგენიძე პროფესიით იურისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა "თი- ბი-სი ბანკში", "ჯი-პი-აი ჰოლდინგში", "სიტი ცენტრში", სავაჭრო ქსელ "GT კორპორეიშენსა" და "ტრანსეკო ლოჯისტიკში". 2013 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობდა ეკავა, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე კი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია