დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - სოციალური დანახარჯები მილიონ ლარზე მეტით გავზარდეთ
ავტორი:
2014/სექტემბერი/30 18:00:02
ჩვენი ბიუჯეტი არის ორიენტირებული ადამიანზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო პრიორიტეტებები გამოკვეთილია სოციალური მიმართულებით და ორიენტირებულია მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალური დანახარჯების რაოდენობა მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
"სახელმწიფოს პრიორიტეტი არის გამოკვეთილი სოციალური მიმართულებებით, ისევე, როგორც იყო წინა ორი წლის განმავლობაში. მილიარდზე მეტით გავზარდეთ სოციალური დანახარჯები და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობას ის მძიმე პრობელემები, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა დაგროვილი და მოუგვარებელი, მოვუგვაროთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან, რათა 2015 წლის ბიუჯეტი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და გამართული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია