დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობების ინსტიტუციურ დაკნინებაში ადანაშაულებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/30 17:00:02
"ნაციონალური მოძრაობა" ფინანსთა მინისტრის განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური დაკნინებისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს. ნოდარ ხადურის განცხადებით, ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირები, გადადიან სახაზინო მომსახურებაზე.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხადურის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმაა, "სინამდვილეში კი, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მათი საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მავნებლური ნაბიჯია".
"კერძოდ, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განხორცილებაზე დაჭირდება სახელმწიფო ხაზინის თანხმობა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლის სახით ვეღარ მიიღებს საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხებზე დარიცხულ პროცენტებს. მაგალითად, 2013 წელს თბილისის ბიუჯეტში პროცენტების სახით შემოსული იქნა 9 239 000 ლარი, ხოლო 2014 წელს დაგეგმილია 6 931 000 ლარის მიღება. ამ შემოსავლის წყაროს გაუქმება, ისევე როგორც თვითმმართველობის ორგანოების მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
ისინი მოუწოდებენ ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციას და მის პრეზიდენტს დავით ჯიქიას, თბილისის მერს, დავით ნარმანიას, გააკეთონ ამ ნაბიჯის შეფასება და გამოიჩინონ პრინციპულობა თვითმმართველობის ორგანოების ინტერესების დაცვისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა განხორციელდება.
როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირები, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, გადადიან სახაზინო მომსახურებაზე.
"მათ ანგარიშები ექნებათ ხაზინაში და ხაზინა გაუწევს მომსახურებას. აქამდე ზოგიერთს ჰქონდა კომერციულ ბანკებში, ზოგს ხაზინაში. ახლა მოხდება კონსოლიდაცია, რაც ჩვენს საშუალებას მოგვცემს, რომ სტატისტიკურად, ინფორმაციულად გვქონდეს ონლაინ-წვდომა რა მდგომარეობაა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია