დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მინისტრებისგან მოისმინა
ავტორი:
2014/სექტემბერი/29 13:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარებით დაინტერესდა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია ზარალის მასშტაბების შესახებ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიორგი კობერიძის განცხადებით, პრემიერის დავალებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბის მუშაობას კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. სტიქიის ზონაში ვითარების ადგილზე გასაცნობად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.
სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოისმინა, რომელზეც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია