დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/27 14:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში გამართულ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ნიუ-იორკში გუშინ გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სხდომის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას მოლდოვას რესპუბლიკა თავმჯდომარეობდა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნატალია გერმანი და სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად საკითხები განიხილეს, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება სუამ-ის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს და მათ მშვიდობიან მოგვარების საკითხს დაეთმო. მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა სხდომის ოქმს.
სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ნიუ-იორკში, გაიმართა სუამ-აშშ ფორმატის მე-20 შეხვედრა, რომელშიც, აშშ-ის მხრიდან მონაწილეობა ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკ რუბინმა მიიღო. მხარეებმა განიხილეს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და დაადასტურეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა სუამ-ის ფარგლებში რეგიონალური თანამშრომლობა და სუამ-აშშ ფორმატში მიმდინარე პროექტების განხორციელება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია