დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მსხვილი ამერიკული კომპანიები "აწარმოე საქართველოს" პროგრამით დაინტერესდნენ
ავტორი:
2014/სექტემბერი/26 21:00:02
მსხვილი ამერიკული კომპანიები "აწარმოე საქართველოს" პროგრამით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ ცნობილი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. კონფერენციაზე დეტალურად იყო განხილული "აწარმოე საქართველო"-ს პროგრამა, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესმენებზე, არამედ უცხოელ ინვესტორებზეც.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლა აქვს უნიკალური შანსი, მოახდინოს სწორი კომბინირება დასავლური და ამერიკული კაპიტალის მაღალი ტექნოლოგიების მენეჯმენტის და იმედი გამოთქვა, რომ ამ კონკრეტულ შედეგებს საქართველო უახლოეს მომავალში დაინახავს.
ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა, ესწრებოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ერიკ რუბინი, ასევე, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან BP Amerika, AGBC, APR Energy, Tethys Petrolium.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია