დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი – პანკისიდან სირიაში მოქალაქეების გადინების კონტროლი შეუძლებელია
ავტორი:
2014/სექტემბერი/26 18:00:02
ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ის სტანდარტები, რაც ევროკავშირს გააჩნია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პანკისის ხეობიდან სირიაში საქართველოს მოქალაქეების გახშირებულ გადასვლაზე კომენტირებისას განუცხადა.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, გადინების კონტროლი შეუძლებელია, თუმცა მიგრაციასა და ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირების მიზნით საქართველო აპირებს უახლოეს მომავალში გაეროს და ევროკავშირისის რიგ საერთაშორისო რეზოლუციას შეუერთდეს.
"ეს არის გლობალური პრობლემა. ძალიან რთულია ასეთ ტერორისტულ ორგანიზაციებში გადინების პროცესის შეჩერება, რადგან, რიგ შემთხვევაში, არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი არ აქვთ, ამიტომ წინასწარ იმის განსაზღვრა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ტერორისტულ ქმედებებში ჩაერთვებიან, უბრალოდ შეუძლებელია. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საჭიროა შემდგომი რეგულირება: მაგალითად, მათი უკან დაბრუნების შემთხვევაში როგორ მოქმედებს სახელმწიფო, ასევე რეგულაციას მოითხოვს ტერორისტული ორგანიზაციების და მათთან დაკავშირებული პირების, იგივე, ფინანსური საქმიანობის კონტროლი. ამის გამოცდილება გააჩნია ევროკავშირის ქვეყნებს. ასევე არსებობს საერთაშორისო რეზოლუციები, მათ შორის გაერო-ს, ევროკავშირის და ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა დოკუმენტს შევუერთდეთ, რათა დავამკვიდროთ ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია საერთაშორისო საზოგადოებაში", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საქართველო უერთდება და სოლიდარულია ყველა ანტიტერორისტული ღონისძიების.
"ეს ხდება არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია