დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აფხაზეთში შესაძლოა, აჩადარას სამარხიც გაიხსნას
ავტორი:
2014/სექტემბერი/26 15:00:02
აფხაზეთში, ბაბუშერას სამარხის შემდეგ, აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები აჩადარას სამარხის გახსნაზეც მიმდინარეობს. პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გრძელდება.
როგორც პარლამენტის ტერიტირიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აჩადარას სამარხში სავარაუდოდ, 44 ქართველი მეომრის ნეშტი განისვენებს.
დეპუტატის თქმით, ეს ის მეომრები არიან, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობას ბოლომდე იცავდნენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, აფხაზურ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, 2014 წლის გაზაფხულზე ბაბუშერას სამარხი გაიხსნა, საიდანაც თბილისში 31 ქართველი მეომრის ნეშტი გადმოასვენეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია