დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ჰერმან ვან რომპეის შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/25 21:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესზე ისაუბრეს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის დროებითი გამოყენება პირველი სექტემბრიდან დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰერმან ვან რომპეის ასევე მიაწოდა ინფორმაცია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის მნიშვნელობას საქართველოსთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია