დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალეკო ელისაშვილი წყნეთის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას საკრებულოს უპრინციპულობად აფასებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/25 15:00:02
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წყნეთის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას საკრებულოს უპრინციპულობად აფასებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე ელისაშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არის საკრებულოს ახალი შემადგენლობის შავი ლაქა. მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში ეკონომიკის სამინისტრომ არაკომპეტენტურობა გამოამჟღავნა.
"ამ გადაწყვეტილების მიღება არის შედეგი ეკონომიკის სამინისტროს არაკომპეტენტურობის, არაკვალიფიციურობის და სარებულოს უპრინციპობის. შედეგად მივიღეთ, რომ დაიკარგა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა. ნებისმიერი პროექტის სანაცვლოდ ასეთი ზონისთვის სტატუსის შეცვლა მიუღებელი და დაუშვებელია. ეს არის შავი ლაქა საკრებულოს ახალი შემადგენლობის", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ტერიტორიის გადაცემაზე ეკონომიკის სამინისტრო ისე შეუთანხმდა გერმანულ მხარეს, რომ საკრებულოსთვის არაფერი უკითხავს.
"ეკონომიკის სამინისტროს არც უფიქრია, რომ საკრებულოსთვის ეკითხა შეუცვლიდნენ თუ არა ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსს ამ ტერიტორიას. ამ სტატუსის შეცვლის გარეშე იქ ვერანაირი მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდებოდა. მე ვკითხე კიდეც უწყების წარმომადგენელს, რომ საკრებულოს უარის შემთხვევაში რას იზავდნენ, მან კი განაცხადა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. გამოდის ისე, რომ ეკონომიკის სამინისტროს, ირაკლი ღარიბაშვილს თუ სხვა ვინმეს რისი გაკეთებაც მოუნდება, საკრებულო ამაზე უნდა დათანხმდეს", - განაცხადა ელისაშვილმა.
საკრებულოს ბოლო სხდომაზე წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეეცვალა და საცხოვრებელ ზონა-6-ად გადაკეთდა.
დეპუტატების თქმით, ტერიტორია პირდაპირი გაყიდვის წესით უსასყიდლოდ არის გადაცემული გერმანელებისთვის, რომლებმაც იქ საგანმანათლებლო კომპლექსი უნდა ააშენონ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია