დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვალდებულებებისა და დავალებების ნაწილი მთავრობის მიერ შეუსრულებელია
ავტორი:
2014/სექტემბერი/25 13:30:03
პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით დაკისრებული ვალდებულებებისა და დავალებების ნაწილი მთავრობის მიერ შეუსრულებელია.
საპარლამენტო კომიტეტებმა მათი პროფილის სამთავრობო უწყებებიდან ინფორმაცია იმ დავალებების შესრულების თაობაზე გამოითხოვეს, რომლის აღსრულებაც სამთავრობო ორგანოებს კანონების გარდამავალი დებულებებით დაეკისრათ. აღნიშნული ინფორმაცია ანგარიშის სახით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა და პარლამენტის ბიუროს წარუდგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი კახიანმა განმარტა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, 154 კანონით 472 სხვადასხვა დავალების შესრულება განისაზღვრა. კახიანის ცნობით, დღეის მდგომარეობით, მათი ძირითადი ნაწილი შესრულებულია, მაგრამ არ შესრულდა 44 კანონით გათვალისწინებული 80 დავალება და ამ მხრივ ვადები დარღვეულია.
მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველეყო იარაღის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, აღნიშნული დავალება შესრულებული არ არის, თუმცა შსს-ს მომზადებული აქვს საკანონდებლო ცვლილება აღნიშნული ვალდებულების გაუქმების შესახებ. ასევე "ქონების ლეგალიზების შესახებ" კანონით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ლეგალიზების პროცესი მოწესრიგების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დაეკისრა 2013 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენა, რაც შესრულებული არ არის.
როგორც კახიანი განმარტავს, ასეთი ტიპის 80 ვალდებულებაა შეურულებელი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია