დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანია, საქართველო საბოლოოდ გახდეს ევროპისა და გლობალური ეკონომიკის ნაწილი
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 22:30:02
მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა საქართველოს ვაჭრობის სრული პოტენციალის ამოქმედებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე Invest in Georgia სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2013 წელს ექსპორტ-იმპორტის არნახული ზრდა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.
"საქართველოს აქვს თითქმის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ამ ურთიერთობების წყალობით, 2013 წელს ექსპორტის ზრდამ შეადგინა 20% (1.1 მილიარდ დოლარზე მეტი). ზრდა 2014 წელსაც გაგრძელდა. 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 2014 წლის ექვს თვეში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით. წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12%-ით, ხოლო იმპორტს ევროკავშირიდან - 7.5%-ით. 2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით და შეადგინა 635 მილიონი დოლარი. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის (49%) და იმპორტის (9%) არნახული ზრდა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, და ეს მაშინ, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა უზრუნველყოფს ვაჭრობის სრული პოტენციალის ამოქმედებას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და კეთილდღეობისთვის მტკიცე საფუძვლის შექმნისკენ და მიზნად ისახავს, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს ევროპისა და გლობალური ეკონომიკის ნაწილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია