დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო სულ უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას იზიდავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 21:30:02
საქართველო სულ უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას იზიდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებული მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე ,,Invest in Georgia" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია და საქართველო სულ უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას იზიდავს.
"უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივები, რომელთა მიზანიცაა რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდა. ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია. მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ინვესტიცებს ახორციელებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებსა და სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდებში, რომლებიც, თავის მხრივ, წარმატებით აფინანსებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ახალდაარსებული კერძო ფონდი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი არის ინვესტირების მექანიზმი, რომლის მიზანიცაა საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და ივესტორებისათვის საქართველოს ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობების მიცემა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია