დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენი ამოცანაა, შენარჩუნებული იყოს გალის მოსახლეობა და მათი უფლებები
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 17:00:03
ხელისუფლების მთავარი ამოცანა გალის რაიონის მოსახლეობის შენარჩუნებაა, - აღნიშნული განცხადება სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, გალის რაიონის მოსახლეობის რაოდენობა არ მცირდება და სტაბილურია.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტაბილურობას ხელი უნდა შევუწყოთ. აქ არის რამდენიმე ფაქტორი – პირველ რიგში ესაა ე.წ. აფხაზური პასპორტები, რომლის გაცემაც ადრე რთულად ხდებოდა და ალექსანდრე ანქვაბის დროს მოხდა ბუმი, როცა მოკლე ხანში ბევრი ე.წ. პასპორტი გაიცა. ფორმალურად ანქვაბი სწორედ ამ პასპორტებს გადაჰყვა. ჩვენი ამოცანაა, შენარჩუნებული იყოს გალის მოსახლეობა და მათი უფლებები. ე.წ. პასპორტების გაცემის მიმართ არც არასდროს გვქონია დამოკიდებულება, რადგან პასპორტი ეს არის პოლიტიკური უფლება, თუნდაც ე.წ. არჩევნებში მონაწილობისთვის. ჩვენ კი ცალსახად და მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და შეუძლებელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაიმე პოლიტიკური ცხოვრება არსებობდეს, გარდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული საქმიანობისა. შესაბამისად, პასპორტებზე ბრძოლა დაუსაბუთებელი და გაუგონარი იქნებოდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აფხაზურ საზოგადოებას შეექმნას განწყობა, რომ გალის რაიონი მტრულად განწყობილი რაიონი არ არის.
"შეგუებულნი არიან, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გალის მოსახლეობას გარკვეული ავანტიურისა და პროვოკაციისთვის არ იყენებს", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია