დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - წელს, აჭარაში დასასვენებლად ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან ბევრი ადამიანი ჩავიდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 13:00:02
2008 წლის შემდეგ წელს, აჭარაში დასასვენებლად ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან ყველაზე მეტი ოსი ჩავიდა, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთიდან აჭარაში მოსახლეობის ჩასვლას ქართული მხარე მიესალმება, რადგან ეს ნდობის გაზრდას ნიშნავს.
როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, აფხაზეთიდან აჭარაში დასასვენებლად მოსახლეობა არ ჩასულა, რადგანაც აფხაზეთს ზღვა აქვს და შესაბამისად, აჭარაში ჩასვლა არ სჭირდებათ. თუმცა, მისივე თქმით, აფხაზებისადმი არის შეთავაზება განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით, რითაც სარგებლობენ.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტები სახელმწიფო მინისტრს შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს უსმენენ. მთავარი თემა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებაა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია