დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ლატვიის კულტურის მინისტრი ეწვევა
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 09:30:02
საქართველოს დღეს ლატვიის კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე ეწვევა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლატვიის ოფიციალური დელეგაცია შეხვედრას გამართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და მინისტრის მოადგილეებთან.
მიხეილ გიორგაძის მიწვევით, ლატვიის კულტურის მინისტრი ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ ლატვიის სახელმწიფო გუნდის კონცერტს დაესწრება.
დაცე მელბარდე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ლატვიელი მხატვრის, ეთნოგრაფისა და პედაგოგის იულიუს სტრაუმეს დაბადებიდან 140 წლისთავისათვის მიძღვნილ გამოფენასაც დაათვალიერებს. ასევე, დაგეგმილია სიღნაღსა და მცხეთის მონახულება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია