დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 22:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კატეგორიულად უარყოფს Foreign Policy-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა.
როგორც ფანჯიკიძემ ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის იქნება და მან ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს რამდენიმე დღის წინ უკვე განუცხადა.
"მე ძალიან გარკვევით ვთქვი, რომ ჩვენი მონაწილეობა იქნება ჰუმანიტარული ხასიათის. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და სამხედრო ბაზის შექმნას კატეგორიულად გამოვრიცხავ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია