დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 20:30:02
საქართველო-ლატვიის ახლო პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერჟინსმა ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო. მანვე მადლიერებით აღნიშნა, რომ ლატვია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრის ბერჟინს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს.
მხარეებმა უკრაინის კრიზისზეც ისაუბრეს და რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრას საქართველოს საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრო.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1279
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია