დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მურმან დუმბაძე - პრეზიდენტთან შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 12:30:03
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, პრეზიდენტთან მისი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
როგორც დუმბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციისას განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრისას აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის ბოლო პერიოდში შექმნილ ურთიერთობაზე ისაუბრებს. დუმბაძის თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციით არის ერთადერთი პირი, რომელსაც აქვს პირდაპირი ჩარევის, მათ შორის აჭარის მთავრობის გადაყენების უფლება.
ამასთან, დუმბაძის განცადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაყენების თხოვნით პრეზიდენტს არ მიმართავს და ამის უფლება არც აქვს.
"ერთი კვირის წინ მე განვაცხადე, რომ აჭარის ხელისუფლების ორ შტოს შორის ურთიერთკონტროლი არ არის მოწესრიგებული. მივმართე თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეხვედროდა უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ. საქართველოს პრეზიდენტმაც გამოთქვა სურვილი. ადმინისტრაცია არ დამკავშირებია, თუმცა როდესაც შეხვედრა შედგება, პრეზიდენტს მე ვესაუბრები აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის დაპირისპირებაზე. წარმომადგენლობითი ორგანო ვერ ახორციელებს კონტროლს აჭარის რეგინის მთავრობაზე. ერთადერთი ლეგიტიმური პირი, რომელსაც აქვს კონსტიტუციური ჩარევის უფლება, არის პრეზიდენტი", - აღნიშნა დუმბაძემ.
მისივე თქმით, ჯერ მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია