დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მანანა კობახიძე - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 09:00:02
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ციხეში მყოფ "კრიმინალურ ავტორიტეტთა" სატელეფონი საუბრების საფუძველზე , რომელიც ტელეეთერით გავრცელდა, საგამოძიებო პროცესის დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაცია კრიმინალების მიერ არ იმართება და ეს ის თემაა, რაზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სისტემის დისკრედიტაციის მიზნით აპელირებს.
"ამაში ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას არ ავყვებით. თავად გადაცემასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს გადაცემა საგამოძოებო კომისიის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რათა ციხეებში მდგომარეობა იყოს აბსოლუტურად კონტროლირებადი უწყების თანამშრომლების მხრიდან, ხოლო თუკი რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, გატარდეს ღონისძიებები კანონით გათვალისწინებული ზომების ფარგლებში. სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის და ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" "აგორებს", საზოგადოებაში უნდობლობის, ნიჰილიზმისა და შიშის დანერგვის მიზანს ემსახურება. ჩვენ მათ ამაში არ ჩავყვებით", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს. როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მთავრობა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან წავიდა და ციხეებში კონტროლი მთლიანად ქურდებს გადააბარა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია