დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - გაერო-ში პრემიერის სიტყვა მომავალზე ორიენტირებული იქნება
ავტორი:
2014/სექტემბერი/22 22:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვა მომავალზე ორიენტირებული იქნება.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აშშ-ში ქართველ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, პრემიერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაახლოებით ათწუთიანი გამოსვლა ექნება. მისივე თქმით, ეს იქნება ძირითადად ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა, მიღწეული პროგრესი და მომავლის გეგმები.
"ამ გამოსვლაში არის აბსოლუტურად ყველა სფერო მიმოხილული, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის, არამედ საშინაო კუთხითაც. საუბარია იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში გატარდა, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს მომავლისთვის, იმ საგარეო პოლიტიკურ ხედვაზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე, რეგიონულ თემებზე. არის ლაპარაკი იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს შეაქვს და შეიტანს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. დახასიათებულია საქართველო, როგორც საინტერესო ქვეყანა ინვესტიციებისთვის და ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის. ეს არის ძალიან ამომწურავი სიტყვა, რომელზე მუშაობა ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიმთავრებია და ბოლო წუთამდე იგი შეივსება უფრო მეტი ინფორმაციით და შეიძენს უფრო მეტ შინაარსს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია