დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური სამ საქალაქო სამსახურად დაიყოფა
ავტორი:
2014/სექტემბერი/22 14:30:02
თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური სამ საქალაქო სამსახურად დაიყოფა. საკითხს თბილისის საკრებულოში სამი კომისიის - განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
კომისიის წევრებს საკითხი თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ წარუდგინა. მან ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე არგუმენტები წარმოადგინა. კერძოდ, ფუნქციების აღრევა და რესურსების არასამართლიანი განაწილება. მისივე განცხადებით, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდება განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო, ასევე თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურები.
ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ ასეთი დაჯგუფებით სამსახურები უფრო სიცოცხლისუნარიანად წარმოუდგენიათ.
მისივე განცხადებით, თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს განსხვავებული სამუშაო არიალი ჰქონდა და ბენეციფიარების დიდი რაოდენობა ჰყავდა. ამდენად სამსახურიდან ახალი სტრუქტურების გამოყოფა მიზანშეწონილია.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ შეკითხვით მიმართა თბილისის მერის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს, ხომ არ დაინიშნება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც მერიაში უკვე მუშოაბს. ალუდა გოგლიჩიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ საიდან აქვს ინფორმაცია ირაკლი აბესაძეს მათი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.
"არ ვიცი, საიდან გაქვთ ინფორმაცია, საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ რას ვგეგმავთ, წინმსწრებად დასკვნებს ნუ გააკეთებთ", - აღნიშნა ალუდა გოგლიჩიძემ და დასძინა, რომ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები საკრებულოს წინაშე წარსდგებიან.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, ამ საკითხს თბილისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია