დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ კბილაშვილი - პროკურატურა უმეტესწილად იმ ფორმატში საქმიანობს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო
ავტორი:
2014/სექტემბერი/22 13:00:02
პროკურატურა უმეტესწილად საქმიანობს იმ ფორმატში, რომელიც მემკვიდრეობით იქნა მიღებული წინა ხელისუფლებისგან , - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა.
კბილაშვილის განმარტებით, ის კარგად იცნობს იმ ხარვეზებს, რომელიც სისტემაშია და სწორედ მათ აღმოფხვრას ემსახურება მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული არჩევანის" მიერ მომზადებული პირველი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება.
"უმეტესწილად პროკურატურა საქმიანობს იმ ფორმატში, რომელიც მემკვიდრეობით იქნა მიღებული წინა ხელისუფლებისგან. მე კარგად ვიცი, რა ხარვეზებს შეიცავს არსებულ სისტემა, ამიტომ საუბარია ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე და კონცეფციის შემუშავებაზე. პროექტს აქვს ორი განშტოება – პროკურატურის რეფორმის ხელშეწყობა, მისი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ზრდა, მეორე – აღმკვეთი ღონისძიების სრულყოფა. იმედი გვაქვს, რომ იმ კონცეფციით, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა, წლის ბოლოსთვის მივიღებთ მკაფიო სურათს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავსაზღვროთ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეს ორგანიზაცია", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა, რომლის განმარტებითაც, იქედან გამომდინარე, რომ მისი ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს, ხელისუფლებისთვის მის მიერ შექმნილ პროდუქტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.
"მაესტრომ" კბილაშვილს შეკითხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავასთან დაკავშირებითაც დაუსვა, რაზეც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ხაზი გაუსვა პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას.
"როცა მთავარი პროკურორის პოზიცია მეკავა, ჩემი ამოცანა იყო ის, რომ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით მიმდინარე ქმედებები ყოფილიყო ზედმიწევნით გამჭირვალე და ყველა მტკიცებულება ყოფილიყო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ამ კუთხით გამჭვირვალობა უნდა იყოს შენარჩუნებული", - აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომელმაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავასა და მისი ქონების დაყადაღების საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ ეს მის კომპეტენციას სცდება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1224
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია