დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის რემონტი 23 მილიონამდე დაჯდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/20 15:30:03
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის რემონტი 23 მილიონამდე ლარი დაჯდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
"ეს შენობა რომ არ ყოფილიყო იავარქმნილი და ნახაჯით დაჩეხილი, მისი გარემონტება, ცხადია, ბევრად ნაკლები დაჯდებოდა. ახლა, თუ არ ვცდები, საუბარია 22-23 მილიონ ლარზე, რაშიც შედის რემონტიც, ავეჯიც, აპარატურაც, დარბაზების მოწყობაც, სადაც ყველაფერი იყო დაჩეხილი", - განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ ავტოპარკირებისთვის დაგეგმილი ადგილების შეძენას და ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციის უკმაყოფილებას, იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის განმარტებით, ეს კანონის ფარგლებში ჯდება.
"ეს სავსებით ჯდება კანონის ფარგლებში. აქ არანაირი პრობლემა არ არის. ეს შენობა არის პარლამენტის ბალანსზე და არც ერთ კანონს არ აუკრძალავს პარლამენტისთვის ამ შენობაში მთელი რიგი სამუშაოს გამართვა. ამ პარლამენტში ყოველთვის იყო ავტომანქანების გაჩერების პრობლემა – ჩვენ გვქონდა ასეთი არჩევანი: ან იჯარით უნდა აგვეღო ადგილები, ან გვეყიდა. მარტივი ბუღალტერიით იქნა დათვლილი და ყიდვა იყო გაცილებით რენტაბელური, ვიდრე იჯარა", - აღნიშნა ხმალაძემ, რომლის ინფორმაციითაც, პარკირებისთვის ადგილების შეძენა მილიონ 150 ათასი ლარი ჯდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია