დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებული ვარ ხალხის წინაშე
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 23:30:02
მე დავინახე ტენდენცია იმისა, რომ პრეზიდენტი იყოს ადგილმიჩენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობის ადმინისტრაციიდან ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლა გადაწყვიტა, სწორედ ეს იყო.
"ჩემი ავლაბარში გადასვლა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ კანცელარიაში სამუშაო პირობები არ მქონდა. ამასთან ერთად იყო პოლიტიკური ნაბიჯიც, იმიტომ, რომ მე იმ მომენტში უკვე დავინახე ტენდენცია იმისა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადგილმიჩენილი. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტს ჰქონდეს არა ხალხის და კონსტიტუციის მიერ მინიჭებული სტატუსი, არამედ გარკვეულწილად, ადგილმითითებული იყოს. შესაბამისად, მე გადავდგი ეს ნაბიჯი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის მადლიერია გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებულება ხალხის წინაშე აქვს. "ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი იყო იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც აქვს მანდატი ხალხისგან და ვალდებულება ხალხთან - ძალიან დიდი მადლიერება გუნდის მიმართ, ძალიან დიდი მადლიერება პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ვალდებულება ხალხთან. ამის შემდეგ დაიწყო ეს სირთულეები. მე მგონია, რომ ეს სირთულეები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ ეს იქნება ზიანის მომტანი ყველასთვის", - აღნიშნა მარველაშვილმა, რომელმაც ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დაასახელა, რომ სასახლეში უნივერსიტეტის განთავსება, რისი სურვილიც ჰქონდა, არ ხორციელდებოდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია