დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ქვეყანა არის დაპაუზებული, ესაა სახელმწიფოებრიობის ეროზია
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 22:00:04
ქვეყანა არის დაპაუზებული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა.
მისი აზრით, შექმნილ ვითარებაზე ქართულმა საზოგადოებამ სწორი ანალიზი თავად უნდა გააკეთოს. "ქვეყანა არის დაპაუზებული, ქვეყანა არის გაჩერებული. ეს დაღმაფარცხვაც აღარაა, ესაა სახელმწიფოებრიობის ეროზია, სახელმწიფოებრიობის ნგრევა. ყველა სერიოზული და ძირითადი პროექტი არის გაჩერებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი არსებულ მთავრობას შეახსენებს, რომ ის რეაბილიტირებული ქალაქები, რომლითაც ტურისტების და უცხოელი "ინვესტორების წინაშე დღეს ტრაბახობენ", მისი ხელისუფლების აშენებულია. სააკაშვილის მტკიცებით, იგივე "დაბი ჯგუფის" მიერ დაგეგმილ პროექტებში, რითაც არსებული მთავრობა თავს იწონებს, "სისხლი ჩაანთხია".
"მე ავაშენე ჩემი სახლი და ჩემს სახლს ჰქვია საქართველო. ეს სახლი არის დღეს დაყადაღებული და ამ სახლს უთხრიან ახლა ძირს. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, გააკეთოს დასკვნები. არსებული მთავრობა მოქმედებს შუასაუკუნეების დროინდელი შურისძიებით, მაგრამ რაც არ უნდა გვიქნან, ჩვენ უნდა შევხვდეთ ყველაფერს მტკიცედ, წყნარად და გავაგრძელოთ ორგანიზება, რომ საქართველო დავუბრუნოთ მისი განვითარების ბუნებრივ გზას", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც გამოთქვა უკმაყოფილება და განმარტა, რომ ტვირთბრუნვა 30 %-ითაა შემცირებული, როცა 2-ჯერ გაზრდილი უნდა იყოს.
"ეს რა მძარცველები და ყაჩაღები მიიყვანეს იქ, ვინ არის ეს უჩა ასეთი - ივანიშვილის მამიდაშვილი, ახალი ნუგზარ შევარდნაძე, რომ 30 %-მდეა შემცირებული საქართველოს ტვირთბრუნვა, როცა მინიმუმ 2-ჯერ უნდა იყოს გაზრდილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია