დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო მოხარულია, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წლევანდელი შეფასება დადებითია
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 18:30:02
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოხარულია, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წლევანდელი შეფასება დადებითია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საქართველო ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც აიღო. "2000 წელს მიღებული ათასწლეულის განვითარების მიზნები საერთო არის ყველა ქვეყნისთვის. ეს არის სიღარიბის შემცირება, დედათა და ბავშვთა სიკვდიალიანობის შემცირება, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა. ეს გამოწვევები ყოვეწლიურად ძალიან მკაცრ მონიტორინგს გადის საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მე ძალიან მიხარია, რომ წლევანდელი შეფასება არის დადებითი, ანუ ჩვენ ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც ავიღეთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ამ მიმართულებით. მას მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს კარგი მაჩვენებლები და სწორედ ამის პრეზენტაცია მოხდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია