დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შვეიცარია საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესის სრულყოფილად განხორციელებაში დაეხმარება
ავტორი:
2014/სექტემბერი/18 21:30:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მოადგილეებთან, გიორგი ამაშუკელთან და თენგიზ შერგელაშვილთან ერთად, შვეიცარიის ელჩს საქართველოში, გიუნტერ ბეხლერსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორს, რუდოლფ შოხს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შვეიცარიის მხარდაჭერით ახორციელებს.
აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორი მსხვილი პროექტი ხორციელდება: რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტი და მუნიციპალური განვითარების პროექტი. აღნიშნული პროექტების მიზანი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა. შვეიცარიელი პარტნიორების თქმით, შვეიცარია მზად არის საქართველოსთვის ამ საკითხში მხარდაჭერის აღმოსაჩენად, განსაკუთრებით კი - ადგილობრივ მოხელეთა ტრენინგებისა და გადამზადების კუთხით. საქართველოსა და შვეიცარიას შორის უკვე ხელმოწერილია ადგილობივი სპეციალისტების სწავლების პროგრამა, რომელსაც შვეიცარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს.
შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამთო-სათხილამურო კურორტ "თეთნულდის" მშენებლობის პროექტზეც, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
დავით შავლიაშვილის თქმით, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების თვალსაზრისით, შვეიცარიას უდიდესი გამოცდილება აქვს და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება მისი გაზიარება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია