დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ სანიკიძე - პოლიტიკური ნებაა, განთავსდება თუ არა პრეზიდენტის რეზიდენციაში რომელიმე უწყება
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 15:00:02
პოლიტიკური ნებაა, განთავსდება თუ არა პრეზიდენტის რეზიდენციაში რომელიმე უწყება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თემის კომენტირებისას განუცხადა.
"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, რატომ არ განხორციელდა პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების იდეა. განათლების მინისტრი გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო. სანიკიძემ აღნიშნა, რომ საკითხის აქტიურად განხილვა არ ახსოვს, თუმცა ეს მოსაზრება ნამდვილად არსებობდა.
"მე მართლა არ ვიცი დეტალები, რამდენად აქვს შესწავლილი საგარეო საქმეთა სამინისტროს იქ ინფრასტრუქტურა. თუ შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა, ეს უკვე გადასაწვეტია და პოლიტიკური ნებაა, განთავსდება თუ არა იქ რომელიმე უწყება", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების საკითხიც განიხილებოდა. თამარ სანიკიძის თქმით, სამწუხაროდ, შენობის სტრუქტურიდან გამომდინარე, იქ უნივერსიტეტის სრულფასოვნად გაკეთება ვერ მოხერხდა.
"რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსება განიხილებოდა. ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ. სამწუხაროდ, შენობამ და მისმა სტრუქტურამ არ მოგვცა საშუალება, იქ სრულფასოვნად ერთი უნივერსიტეტი გაკეთებულიყო. უნივერსიტეტს ლაბორატორიები, სხვადასხვა მოწყობილებები სჭირდება. აღმოჩნდა, რომ შენობა ისეა აშენებული, ფუნდამენტურ გადაკეთებას საჭიროებდა, რაც ძალიან დიდ რესურსებთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაძლებელია, საბოლოოდაც ვერ მოგვეყვანა უნივერსიტეტის საჭიროებებთან შესაბამისობაში. ეს იყო ის მიზეზი, რატომაც იქ უნივერსიტეტი ვერ განთავსდა, თუმცა სურვილი დიდი იყო", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო. მას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში უნდა გადავიდეს. პეტრიაშვილის აზრით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში მიღებებისთვის შესაბამისი ხარჯები გაწიოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია