დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თენგიზ ფხალაძე - გაერო-ს გენერალური მდივნის მიწვევა გიორგი მარგველაშვილის სახელზეა გამოგზავნილი
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 12:30:02
25 თებერვლით დათარიღებული წერილი გაერო-ს გენერალური მდივნის ხელმოწერით გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა - მიხეილ სააკაშვილის სახელზე , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას ეს წერილიც წარუდგინა.
"იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა პრეზიდენტის გაერო-ში ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით, მინდა, რამდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ. პირველ რიგში, საქართველოს მართლაც აქვს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დიპლომატიური ტრადიციები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტრადიციების შენარჩუნება და გაღრმავება. ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ქართული დიპლომატია ყოველთვის ახერხებდა პარტნიორებისათვის საჭირო ინფორმაციიის მიწოდებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ – როგორ შეიძლება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფორუმზე, გაერო-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვის გასვლის შემდეგ არ იყოს ინფორმაცია მიწოდებული იმის შესახებ, რომ შეიცვალა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი. მით უფრო გაუგებარია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ დათარიღებულია სწორედ 25 თებერვლით, გამოგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან გი მუნის ხელმოწერით და გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს გამოგზავნილი მოწვევა ჩვენ მივიღეთ მხოლოდდამხოლოდ 11 ივნისს და ამის მერე კიდევ უფრო გაუგებარია, რომ როდესაც ჩვენ გავეცით პასუხი და გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის წერილი გენმდივნის სახელზე, ამის მერე გვეუბნებიან იმას, რომ პრეზიდენტი არ უნდა გაემგზავროს ამ ღონისძიებაზე და ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე თქმით, კონსტიტუციით, პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში და ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება.
"წარმომადგენლობითი ფუნქცია არ გულისხმობს არც მოლაპარაკების წარმოებას და არც ხელშეკრულების ხელმოწერას, რასაც მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება. ეს პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის და არცერთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ ჩვენ ეს დაგვერღვია, მაგრამ გაეროს ტრიბუნა ეს არის სწორედ სახელმწიფოს წარმოჩენის ადგილი", - განმარტა თენგიზ ფხალაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია