დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს მთავრობის წევრებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაფასეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/16 16:00:04
საქართველოს მთავრობის წევრებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაფასეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს წარმატებულს უწოდებს ეკონომიკის მინისტრი , ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მისი განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გააჩნია უდიდესი გამოცდილება ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით და ქართული დელეგაცია არაბ ინვესტორებს ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალს გააცნობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ინტერესი საქართველოს მიმართ უდიდესია და დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას.
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა კი განაცხადა, რომ დიდია დაინტერესება საქართველოს სოფლის მეურნეობით, სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
"ასევე გამოიხატა ინტერესი ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნის მიმართ, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ახლო მომავალში საქართველოს ეწვევა არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ბიზნესისა და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლები შევლენ და კონკრეტული ბიზნესპროექტების არსებითი განიხილვა მოხდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია