დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - რაიმე განსაკუთრებული საშუამავლო როლი მე არ მიკისრია
ავტორი:
2014/სექტემბერი/16 09:00:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტსა და სახელისუფლებო გუნდს შორის გადაუჭრელ პრობლემას ვერ ხედავს , - ამის შესახებ მან "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.
ამით უსუფაშვილმა უპასუხა კითხვას, ცდილობდა თუ არა (როგორც ეს დავით ბერძენიშვილმა განაცხადა) დავით უსუფაშვილი გარკვეულ უთანხმოებაზე შუამავლის როლი ეკისრა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის და რა არის ის საკითხი, რაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება პრეზიდნეტსა და გუნდს შორის.
"მე რაიმე განსაკუთრებული მისიით არ ვყოფილვარ დაკავებული ან იმისგან განსხვავებულით, ვიდრე პოლიტიკაში ყოფნისას ვიყავი დაკავებული. ზოგადად, პოლიტიკოსის საქმეა საუბარი, საკითხების გარკვევა, მოგვარება. მე მგონია, რომ ეს ფუნქცია მქონდა ყველა კოალიციაში და ყველა ალიანსში - ოპოზიციურში და ახლა სახელისუფლებოში. ეს არ არის ჩემი უნიკალური ფუნქცია, ეს ყველას გვაქვს. რა თქმა უნდა, მაგალითად, როდესაც კონსტიტუციურ თემატიკას ეხება საქმე, აქ მხოლოდ პრეზიდენტთან და პრემიერთან არ არის საუბარი, ბევრ კოლეგასთან გვქონია მსჯელობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაიმე განსაკუთრებული საშუამავლო როლი მე არ მიკისრია და არც იყო ამის აუცილებლობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, იყო რამოდენიმე კონკრეტული საკითხი გასარკვევი და მოსაგვარებელი, მაგალითად იგივე საგარეო ურთიერთობებში კომპეტენიციის საკითხი.
"მოგეხესენებათ, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ერთი მხრივ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი და მეორეს მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი- პრემიერ-მინისტრი, იმ დღეს და იმავე საათებში ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი მოდელი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ის კომპეტენციები, რომელიც მანამდე ჰქონდათ ამ სტატუსის მქონე ადამიანებს. აღმოჩნდა, რომ ბევრს, არა მხოლოდ პრეზიდენტს ან ვინმე სხვა პოლიტიკოსს საპარლამენტო წრეებიდან, შესაძლოა ეს ყველაფერი სათანადოდ არ ჰქონდა გარკვეული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია