დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან
ავტორი:
2014/სექტემბერი/15 18:00:02
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. უმრავლესობის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გაიმართება.
დეპუტატების თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, რაც თავის მხრივ ეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგს.
არსებული ინფორმაციით, მსჯელობის ერთ-ერთი თემა მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერობის საკითხი იქნება. მურმან დუმბაძემ პარტია "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაც დატოვა. თუმცა, ის პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტზე რჩება. დუმბაძე ამ თანამდებობაზე აჭარის დეპუტაციის მიერ არის წარდგენილი და, შესაბამისად, ვიცესპიკერის თანამდებობიდან მისი გაწვევაც სწორედ აჭარის დეპუტაციის პრეროგატივაა.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაცია ჰქონდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია