დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ფხალაძე - პრეზიდენტის აქტივობის შესახებ გადაწყვეტილება მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე არ უნდა იყოს მიღებული
ავტორი:
2014/სექტემბერი/15 17:30:02
პრეზიდენტის აქტივობის შესახებ გადაწყვეტილება მისი ჩართულობისა და უშუალო მონაწილეობის გარეშე არ უნდა იყოს მიღებული , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თენგიზ ფხალაძემ მედიის წარმომადგენლებთან პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ჩაშლის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ფაქტობრივად მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ამის თაობაზე სრულად იყო საქმის კურსში საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, მიმოწერაში აბსოლუტურად ღიად იყო დაფიქსირებული იმ ღონისძიებების, ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების ჩამონათვალი, რომელიც იგეგმებოდა. ეს შეხვედრები იყო როგორც ნიუ იორკში, ისე ვაშინგტონში. იყო საუბარი საჯარო გამოსვლებზე და შეხვედრებზე მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი კომუნიკაცია არსებობდა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ვიზიტი ჩაიშალა, რადგან ყოველივე ამით ზარალდება და ზიანდება ქვეყანა. დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქართველოს საკითხი რაც შეიძლება ხმამაღლა ისმოდეს საერთაშორისო არენაზე და აქტივობა იყოს გაასკეცებული, ამ ვითარებაში ამ ვიზიტის ჩაშლა და პრეზიდენტის არ წასვლა საქართველოსთვის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში არის ძალიან ცუდი. ყველაზე ცუდია ის, რომ არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პრეზიდენტის არწასვლის შესახებ და გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ესეც საშიშია ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს და უნდა არსებობდეს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი. პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი შტო და მისი წასვლის ან არწასვლის შესახებ გადაწყვეტილება მის გარეშე არ უნდა იყოს მიღებული", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია