დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად ძიძიგური - ბიძინა ივანიშვილს ყველა ფაქტი არ ჩამოუთვლია, რის გამოც პრეზიდენტისა და მთავრობის თანამშრომლობა დაბრკოლებულია
ავტორი:
2014/სექტემბერი/15 16:30:03
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს არ ჩამოუთვლია ყველა ფაქტი, რის გამოც ერთი მხრივ, პრეზიდენტსა და მეორე მხრივ, მთავრობას და პარლამენტს შორის თანამშრომლობა დაბრკოლებულია.
"რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელზეც ბატონი ბიძინა საუბრობს ინტერვიუში, მას კიდევ არ ჩამოუთვლია ყველა ფაქტი. კიდევ არსებობს ფაქტები, როდესაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობა იყო დაბრკოლებული. ამის მიუხედავად საკითხი, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი ისევ დღის წესრიგში დგას და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმუშაოთ", - განუცხადა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას.
მისი განმარტებით, პრეზიდენტთან კომუნიკაციის დასარეგულირებლად "ნაბიჯებია გასააქტიურებელი".
"საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან გახდა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ჩვენ გვაქვს ნაკლები კომუნიკაცია ერთმანეთთან და ამის მიზეზი ბევრი რამაა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გასააქტიურებელია, მათ შორის ბატონი პრეზიდენტის მხრიდანაც არის ნაბიჯები გადასადგმელი", - აღნიშნა ძიძიგურმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აკეთებენ იმას, რაც უნდათ გააკეთონ, თუმცა პრეზიდენტ მარგველაშვილის აშკარა მხარდაჭერას ისინი არ გამოხატავენ, რომ ფონი არ გააფუჭონ.
"ცდილობენ, როგორმე დაიახლოვონ. ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა... ისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. პირველ რიგში ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს. ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია. ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასე აწყობს", - განაცხადა ივანიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია