დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილმა ლატვიაში შეხვედრები გამართა
ავტორი:
2014/სექტემბერი/15 12:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ლატვიაში , რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციისა და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს, თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ვეიონისსა და ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზანდა კალნინა ლუკაშევიცას შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათი განხორციელების გზებს.
ლატვიური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ლატვიის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. გამოითქვა მზაობა ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხში ლატვიის მაქსიმალური ჩართულობის თაობაზე.
"ჩვენ მივიღეთ დადასტურება ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულებაში ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერის თაობაზე-უახლოეს პერიოდში საქართველოში მოვლენილი იქნება ექსპერტთა ჯგუფი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თავდაცვის შესაძლებლობათა ცენტრის გახსნაში და ფუნქციონირებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის ლატვიელი ოფიცრები", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. მხარეებმა რიგაში დაგეგმილი 2015 წლის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
ლატვიური მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა რიგის სამიტზე საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონსულტაციები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უმაღლესი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების დროს მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია