დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილმა რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე 2015 წელს დაგეგმილი სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა
ავტორი:
2014/სექტემბერი/14 11:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ლატვიაში, რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე 2015 წელს დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში "რა შეიძლება იყოს შემოთავაზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე?".
"საქართველოსთვის, ისევე, როგორც უკრაინისა მოლდოვისთვის, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტმა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს. კონფერენციის მონაწილეების წინაშე გამომსვლელების მხრიდან, რომელთა შორის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსიც იმყოფებოდა, ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ცალსახად აღინიშნა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება იქნება ამ მხარდაჭერის საუკეთესო დადასტურება.
რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია ლატვიის ტრანს-ატლანტიკური ორგანიზაციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ იყო ორგანიზებული და მის მუშობაში ევროპის ქვეყნების ლიდერები, პოლიტოლოგები, ექსპერტები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია