დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ხმალაძე - უმჯობესია ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის უფლებამოსილება ძალიან მკაფიოდ გაიმიჯნოს
ავტორი:
2014/სექტემბერი/12 19:30:02
თუკი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმებულად მოქმედებას შეეცდებიან, მაშინ პრობლემა არ იქნება, - ასე ფიქრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამჯერად გაეროში გამგაზვრების თემაზე წარმოიქმნა.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოქმედი კონსტიტუცია საგარეო სფეროში პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს იმგვარად განსაზღვრავს, რომ შესაძლებელი ხდება როგორც ერთის, ასევე მეორის მიერ მთელი რიგი მოქმედებების შესრულება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხში პრეზიდენტი ბევრად მეტად არის შეზღუდული, ვიდრე მთავრობა, რადგან საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო შეთახმებების დროს, ხელშეკრულებების ხელმოწერისას პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა ესაჭიროება, ხოლო თავად მთავრობას პრეზიდენტის თანხმობა არ სჭირდება.
"აქ პრიორიტეტი აშკარად მთავრობას აქვს. არის ჩანაწერი, რომ "პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობების დროს სახელმწიფოს წარმომადგენლობას ახორციელებს". იმავდროულად ასეთი უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ეს იწვევს ისეთ რაღაცეებს, რისი მოწმენიც გავხდით, რაც სავსებით შესაძლებელია არ მომხდარიყო, თუკი იქნებოდა ერთნაირი ხედვა და შეთანხმებული მოქმედება. დღესაც, თუკი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეეცდებიან შეთანხმებულად მოქმედებას, თუ ვინ განახორციელოს წარმომადგენლობა – მან, ვინც მოცემულ მომენტში, მოცემულ ვითარებაში უკეთესად წარმოადგენს საკითხს, მაშინ პრობლემა არ იქნება", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისი თქმით, უმჯობესია, კონსტიტუციით ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის უფლებამოსილება ძალიან მკაფიოდ გაიმიჯნოს. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აღნიშნულ საკითხებზე გადაწვეტილების ვერმიღებას ხმალაძე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობით ხსნის და აცხადებს, რომ თუკი საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს, 113-ხმიანი კვორუმის პირობებში კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება რთული იქნება.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია