დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა ხატიაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტს გვერდით დაუდგეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/12 17:30:07
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სამოქალაქო საზოგადეობას მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გვერდით დაუდგეს. ამის შესახებ ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება.
"როგორც იქნა ახდა ქართველი ხალხის ოცნება და მრავალთვიანი პაუზის შემდეგ ტელეეთერში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვეულ სტილში შეაქო საქართველოს ამაგდარი მთავრობა, ხოლო დატუქსა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თურმე ბედავს და ოპონირებას უწევს მის მიერ დატოვებულ მთვრობას. ბიძინა ივანიშვილი ისეთი უცოდველი სახით გვმოძღვრავდა, რომ დავიჯერე თითქოს, მე ამეღოს 138 მილიონი ლარი პრემიალური თანხა, მე ვნიშნავდე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით წამებაში მხილებულ პირებს ან ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებს პოლიციის უმაღლეს თანამდებობებზე. ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, მაშინვე ახმაურდა მისი ტაშის დამკვრელი გუნდი. მამა - მარჩენალის გამოჩენა და პრეზიდენტ მარგველაშვილის დატუქსვა საქართველოს მორიგ გადარჩენად შეაფასეს მედროვე ტაშისმკვრელებმა. მათი შემხედვარე გამიჩნდა აზრი "ვაი ჩვენს ქვეყანას ამათ ხელში", - აღნიშნავს ზაზა ხატიაშვილი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, იგი გაოგნებულია იმ ბინძური კამპანიით, რაც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ ხორციელდება.
"განსაკუთებით გააქტიურდნენ ხელისუფლებისაგან მართული ბეჭდური თუ ელექტრონული მედიასაშუალებები, რაც სამარცხვინოა რადგან, ფეოდალური შეხდულებების მქონე ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტი საქართველოს პრეზიდენტს დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გამო. სამოქალაქო საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მოწმედ დასაკითხი ქიმერიძე ცემის დროს მოკლეს, ოპოზიციაში მყოფი ივანიშვილი დაგვპირდა მთელს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოწმედ დაბარებული მოქალაქე დაიკითხებოდა სასამართლოში, მაგრამ როგორც მას სჩვევია მოგვატყუა და მოწმედ დაბარებული მოქალაქის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის ნაცვლად, კანონით გათვალისწინებული 2013 წლის 1-ელ დეკემბერს ამოქმედებისა ორი წლით გადადო. შესაბამისად, მან და ღარიბაშვილმა პირადად, საქართველოში კიდევ ორი წლით დააკანონა უდანაშაულო მოქალაქეთა წამება და არაადამიანური მოპყრობა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი მაშინ დადგა სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და ღიად დაუპირისპირდა ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტს, რაც ორმა ფეოდალური შეხდულების ადამიანმა არ აპატია. მიუხედავად იმისა, რომ მიდის ხელისუფლებისაგან მართული ბეჭდური თუ ელექტრონული მედია საშუალებებით ასევე, ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელის ბიჭბუჭებით შეტევა საქართველოს პრეზიდენტზე, სამოქალაქო საზოგადოების ვალია დავდგეთ პრეზიდენტ მარგველაშვილის გვერდით, ვინაიდან იგი დადგა ჩვენს გვერდით", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
მისივე თქმით, მარგველაშვილმა უნდა იგრძნოს, რომ იგი მარტო არ არის იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სამართლიანი გარემოს შექმნა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის ხელოვნურად დაბლოკვა არის მთელი სამოქალაქო საზოგადოების სირცხვილი, რაც ანადგურებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და გვაბრუნებს ფეოდალიზმის ეპოქაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია