დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ჟვანია საქართველოს მთავრობასა და კომპანია Kreab-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ასაჯაროებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/11 19:30:02
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჟვანია 2006-2008 წლებში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Kreab-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ასაჯაროებს .
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და კომპანია Kreab-ს შორის, რომლის დირექტორი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე კარლ ბილდტი იყო, ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა. დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც გიორგი ჟვანიამ ჟურნალისტებს წარუდგინა, საქართველოს მთავრობას კომპანია Kreab-ის საკონსულტაციო მომსახურებაში აღნიშნულ პერიოდში გადახდილი აქვს 3 მილიონ 600 ათასი ლარი დღგ-ს გარეშე.
"დოკუმენტებს აქვს ზურაბ ნოღაიდელის, ვლადიმერ გურგენიძისა და გიორგი ბარამიძის ხელმოწერები. თანხების მოძიება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხდებოდა, გადარიცხვას კი კანცელარია ახორციელებდა. ამ დოკუმენტაციას ედო გრიფი "საიდუმლო", მაგრამ მე მივმართე მთავრობის კანცელარიას, მოეხსნა გრიფი და ისინი ჩემთვის გადმოეცა. ამ გადარიცხვების და ხელშეკრულებების საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლ ბილდტი ნამდვილად არ გამოდგება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ შემფასებლად, ვინაიდან აშკარად იკვეთება მისი კავშირები და ინტერესები სააკაშვილის ხელისუფლებასთან", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.
დეპუტატის შეფასებით, კარლ ბილდტის არაობიექტურობაზე მიუთითებს ისიც, რომ მან საქართველოდან გაიწვია შვედეთის ელჩი, მას შემდეგ, რაც დიპლომატმა 2008 წელს ჩატარებული არჩევნები კრიტიკულად შეაფასა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია