დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგო რატიანი - გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტი ოლიგარქმა ჩაშალა
ავტორი:
2014/სექტემბერი/11 16:30:02
გაეროში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ერთი ადამიანის - ოლიგარქის მიერ არის ჩაშლილი" , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა
განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ქმედება სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანოა.
,,სამარცხვინოა, როდესაც არაფორმალური პირის, ოლიგარქის ინიციატივით იშლება პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში. ეს არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სამარცხვინოა მთავრობა რომელიც ქვეყნის პირველ პირის ვიზიტს ჩაშლის. დღეს ეს თავად ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა", - განაცხადა სერგო რატიანმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ჩაიშალა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაიდგა ნაბიჯები პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, რაც ვიზიტის ჩაშლის მიზეზი გახდა. მარგველაშვილის თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ - უწყებრივი დაპირისპირებებიდან. მისივე თქმით, ვიზიტის ჩაშლის წინაპირობა მან დღეს დილით დაინახა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია