დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მთავრობას ჩამორთმეული ქონების პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობის დაწყების რეკომენდაციით მიმართავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/10 18:00:02
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მთავრობას სათანადო სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების და ამ მიმართულებით უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნის რეკომენდაციით მიმართავს.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, წინა ხელისუფლების მიერ კერძო ქონების უკანონოდ ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული, თემები სისტემურად დალაგებულია და ახლა საჭიროა გადაწყვეტის სამართლებრივი ფორმის მოძებნა.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კერძო პირის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადება განიხილა. იმ არგუმენტით, რომ პროექტს დახვეწა სჭირდება, პარლამენტში მის ინიცირებაზე უარი ითქვა, თუმცა კომიტეტი შესაბამის დასკვნაში აფიქსირებს, რომ პრობლემას აღიარებს და ის უნდა გადაწყდეს.
"უკანონოდ ჩამორთმეულ კერძო ქონებაზე სამართლებრივი უფლებების აღდგენის პრობლემა ძალიან საყურადღებოა. ამ თემაზე კომიტეტში არაერთი განცხადება შემოვიდა. რამდენიმე ასეული შემთხვევაა, როცა ხდებოდა კერძო ქონების, ბიზნესის უკანონო ხელყოფა – ზოგჯერ ჩუქებით, ზოგჯერ საპროცესო შეთანხმებით, იძულებით ჩამორთმევით და ასე შემდეგ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პრობლემის გადაწყვეტის სამართლებრივი გზის მოძებნის საკითხს. ჩვენ ამ თემაზე საუბარი გვქონდა მთავრობასთან, მთავარ პროკურორთან. საჭიროა მოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი გზა. ამიტომ ჩვენი რეკომედაციაა, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისთვის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივაზე იმუშავებს, რომლითაც უნდა დარეგულირდეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ან სხვა ფორმით სამართლებრივი რეაბილიტაციის საკითხი. სამართლებრივი ნორმის შემუშავების საფუძველზე დაზარალებულებს უფლებების აღდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია