დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნოდარ ხადური - არც ერთი, განსაკუთრებით მაღალი პრემია არ არის გაცემული, მათ შორის არც პროკურატურაში
ავტორი:
2014/სექტემბერი/10 12:00:02
არც ერთი განსაკუთრებით მაღალი პრემია არ არის გაცემული, მათ შორის არც პროკურატურაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე მტკიცებით, უწყება სიტუაციას აკონტროლებს.
"ჩვენ ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას. როცა ჯამურ ციფრს ვაცხადებთ, ჯამურმა ციფრმა მართლაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უკმაყოფილება. მაგრამ, როცა ვამბობთ, რომ, მაგაალითად, 12-მა თანამშრომელმა 12 თვის განმავლობაში მიიღო ნახევარი მილიონი, ეს თვეში გამოდის 3 ათასი ლარი, რაც ხელზე ასაღებად 2 400 ლარს შეადგენს. ასე რომ, კარგი იქნება თუ კონკრეტულად ვიტყვით ერთმა ადამიანმა რამდენი აიღო", - განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება მანქანების გამოცვლას, ფინანსთა მინისტრის თქმით, პროკურატურა 1000 ლარიანი მანქანით ვერ იმუშავებს. თავისთავად ცხადია, რომ პროკურატურას სჭირდება მანქანები და ხდება ძველი მანქანების ჩანაცვლება. როგორ გგონიათ 1000 ლარიანი მანქანით შეიძლება რომ პროკურატურამ იმუშაოს?! მანქანები პროკურატურას, საგამოძიებო სამსახურებს, სპეციალური დანიშნულების სამსახურებს სჭირდებათ. მინდა გითხრათ, რომ არც ერთ მინისტრს და მათ მოადგილეებს მანქანები არ შეუცვლიათ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებმა 2013 წელს პრემიის სახით 1 646 027 ლარი მიიღეს, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 852 731 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებზე (გარდა თანამდებობის პირებისა) ამავე დროის პერიოდში გაცემულ პრემიებს - 2013 წელს პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემულია 4 254 830 ლარის ოდენობით პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი პრემია 3 114 115 ლარის ოდენობით.
საერთო ჯამში 2013 წელს პროკურატურის სისტემაში სულ გაიცა - 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია, 2014 წლის პირველ 6 თვეში კი 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია.
ასევე, IDFI-ს მონაცემებით, მთავარმა პროკურატურამ 2013 წელს 1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO 124 118 ლარის ღირებულების TOYOTA LAND CRUISER 200-ით ჩაანაცვლა.
2013 წელს ავტომობილების ჩანაცვლების გზით ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომანქანებს შორის ჯამში შეადგენს 1 113 877 ლარს. ავტომობილთა ჩანაცვლების მიზნით ხელშეკრულებები იდებოდა მხოლოდ სამ კომპანიასთან, კერძოდ შპს "ჯი-თი მოტორსთან", შპს "ქარ რენთ ენდ თრეიდ-ინ კომფანი"-სთან და შპს "ავტო თრეიდ ინ"-თან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია