დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - ოპტიმისტური გათვლებით, ნატო-საქართველოს პაკეტის ძირითადი პარამეტრების იმპლემენტაცია მომავალ წელს დაიწყება
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 23:30:02
ოპტიმისტური გათვლებით, ნატო-საქართველოს პაკეტის ძირითადი პარამეტრების იმპლემენტაცია მომავალ წელს დაიწყება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, უელსის სამიტიდან ქვეყანამ მაქსიმუმის მაქსიმუმი მიიღო. "ყველა პარამეტრი, რაც მთავრობის წინაშე დააყენა პრემიერ-მინისტრმა, იყო შესრულებული. სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი შესაძლებლობა არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და არც თავდაცვის სამინისტროს არ გაუშვია ხელიდან. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმიმის მაქსიმუმი მივიღეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ იყო გაფართოების სამიტი. ის, რომ ასეთი აქცენტი იქნა გაკეთებული ჩვენს დაახლოებაზე ნატოსთან, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე გახდა განუყოფელი ნაწილი ევროატლანტიკური სივრცის", - აღნიშნა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობა დადგეს, თუმცა განმარტა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება ნატო-საქართველოს პაკეტის ცხოვრებაში განხორციელება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია