დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საპარლამენტო დელეგაცია ნორვეგიას ეწვევა
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 22:00:02
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ნორვეგიას ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხვალ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ეწვევა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციაზე დავით უსუფაშვილი, ნიდერლანდების სენატის თავმჯდომარესთან, ანკე ბროკერს-კნოლთან ერთად, თემაზე "უმრავლესობა და ოპოზიცია - ბალანსის დამყარება დემოკრატიაში" პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციის შემდეგ დებატები გაიმართება.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს ნიდერლანდების სენატის პრეზიდენტ ანკე ბროკერს-კნოლთან და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ ბოგდან ბორუშევიჩთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ნორვეგიის სტორთინგის(პარლამენტის) პრეზიდენტ ოლემიკ თომესენთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ანე ბრასორთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვაიცეხ სავიცკისთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის წევრები: თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და მიხეილ მაჭავარიანი, ასევე, საქართველოს ელჩი ნორვეგიის სამეფოში, მამუკა ციხელაშვილი შედიან. ნორვეგიაში ოფიციალურ ვიზიტს საპარლამენტო დელეგაცია 13 სექტემბერს დაასრულებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია