დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარს შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 12:30:02
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის წევრს, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელს, ანდრეს მამიკინსს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა განიხილეს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემდგომ პროცესზე იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი სწრაფად უნდა წარიმართოს. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია.
ქვეყნის პირველმა პირმა ანდრეს მამიკინსს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და იმ ინტერესისთვის, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ იჩენს.
მხარეებმა საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია