დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძე - ზოგადად, რეიდებს მხარს არ ვუჭერ, მაგრამ კრიმინოგენური ვითარების ფონზე, შესაძლოა აუცილებელიც იყოს
ავტორი:
2014/სექტემბერი/08 12:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ვიქტორ დოლიძეს გზებზე რეიდები არ მოსწონს, მაგრამ კრიმინოგენური ვითარების დასტაბილურების მიზნით, მისი განხორციელება მიზანშეწონილად მიაჩნია.
როგორც ვიქტორ დოლიძე აცხადებს, მიუღებელია, თუკი ამ პროცესში ადგილი აქვს მოქალაქეთა უფლებების შელახვას.
"თუკი ადგილი აქვს უხეშ მოპყრობას და უფლების შელახვას, ეს არის მიუღებელი. თუკი არის ამგვარი ფაქტები, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს. ზოგადად, რეიდებს მხარს ნამდვილად არ ვუჭერ, მაგრამ ბოლოდროინდელ კრიმინოგენური ვითარების ფონზე, შესაძლოა აუცილებელიც იყოს. ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იმატებს, რაღაც დღეების განმავლობაში, მასზე რეაგირებას ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თუ მიაჩნია, რომ ამას რეიდის ფორმით მოაგვარებს, ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ ზოგადად, მაინც და მაინც ეს მოქალაქეებისათვის სასიამოვნო არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.
ბოლო დღეებში მოქალაქეთა ნაწილი სოციალურ ქსელებში ინფორმაციას ავრცელებს, რომ რეიდების დროს პოლიციელების მხრიდან ადგილი აქვს მოქალაქეების მიმართ უხეშ მოპყრობას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია