დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მინდია ჯანელიძე - ჰეიგელმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხები განიხილა
ავტორი:
2014/სექტემბერი/07 16:00:02
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა და ამ მიმართულებით მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს თავდაცვითი შესძლებლობების გაძლიერების თემაზე გაამახვილა ყურადღება კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ ჩაკ ჰეიგელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
"აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლების არჩეული კურსის მხარდაჭერის დემონსტრირებაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ განხილული იყო საკითხები, რაც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, თავდაცვითი შესაძლებლობების და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ. ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით", - განუცხადა ჟურნალსიტებს მინდია ჯანელიძემ, რომლის განმარტებით, ამ მიმართულებით კონკრეტული მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის წარიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია