დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯეიმს აპატურაი ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში კონფლიქტების ნაწილზე გაკეთებულ ჩანაწერს "ფეისბუქში" ეხმაურება
ავტორი:
2014/სექტემბერი/06 18:00:02
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში კონფლიქტების ნაწილზე გაკეთებულ ჩანაწერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმაურება.
აპატურაის განმარტებით, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობებს, რათა მიიღონ მათი სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა.
"ტექსტი შეგნებულად მიანიშნებს "მოქალაქეებზე": მათი გადაადგილების, ვაჭრობისა და კეთილდღეობის თავისუფალ შესაძლებლობებზე. ის შეგნებულად არ იყებებს ტერმინს "სახელმწიფოები", იმიტომ, რომ ნატო არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მესამე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს გაფართოების პროცესი კონფლიქტის შექმნით ან გაყინვით. ასპირანტი ქვეყნები შეფასდებიან მათი რეფორმებით, თავიანთი და ნატო-ს მზადყოფნით: ეს ნათელი და მარტივია", - წერს აპატურაი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია